კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კონსტანტინე გამსახურდიამ დაუდასტურა. მისივე თქმით, შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო.

„ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები," - ამბობს გამსახურდია.