პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ შეიწყალებს პარლამენტის ორ წევრს, რომლებსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების გამო, ორწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
მან განმარტა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მარიუშ კამინსკის და მაშიეი ვონშიკის მეუღლეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ისინი დუდამ ერთხელ, 2015 წელს უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანამდე მიიღო.
POlitico წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ამჯერად სიფრთხილეს იჩენს.
„მინდა, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა კონსტიტუციური და ნორმატიული სტანდარტის შესაბამისად წარიმართოს,“ - განაცხადა დუდამ.
დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამ პარტიის წევრია დუდაც.
11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლება მოითხოვეს.