უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ვაშინგტონის სამიტზე უნდა გადადგან ნაბიჯი უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ, რათა აჩვენონ, რომ რუსეთის არ ეშინიათ. ამის შესახებ მან ბალტიისპირეთის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„გვინდა, NATO-ს წევრი ქვეყნების მხრიდან რეალური ნაბიჯი ვნახოთ, რომელიც უკრაინას NATO-სთან დააახლოებს, რათა არ მოხდეს სტაგნაცია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ვაშინგტონისთვისაც, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული და ძლიერი.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ვაშინგტონისთვისაც, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული და ძლიერი, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა აჩვენონ, რომ რუსეთის არ ეშინიათ. იმიტომ, რომ რაც უფრო მცირე ნაბიჯებს დგამს უკრაინა NATO-სთან დასაახლოებლად, მით უფრო დიდია ვინმეს შიში რუსეთის მიმართ. ჩვენ ამას ვერ ვაჩვენებთ - ეს იქნება დიდი შეცდომა, ეს რუსეთის პრეზიდენტის ამბიციებს გაზრდის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.