ევროკავშირმა უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან თითოეულ ქვეყანას ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სამართლებრივი ნიუანსი აქვს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა რიგაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით, როდესაც ეს ეხება აშშ-ის გადაწყვეტილებას სანქცირებული რუსული აქტივების კონფისკაციაზე, ამაზე დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს. მაგრამ ევროკავშირის დონეზე ასეთი კარგი პროგრესი არ ყოფილა.
„ევროპულ დონეზე მაინც უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება. ეს უკრაინის აღსადგენად ან მის მხარდამჭერი სხვა ღონისძიებებისთვის თანხების გადარიცხვის შესაძლებლობას მოიატნს,“ - აღინშნა რინკევიჩსმა.
ლატვია ესტონეთსა და ლეიტუვაში კოლეგებთან ერთად, ასევე მუშაობს რეგიონალურ დონეზე შესაძლო გადაწყვეტილებების მოსაძებნად.
„სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი იურიდიული ნიუანსია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ გაყინული აქტივების გამოყენების მიზანი გასაგებია. ეს აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს,“ განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.