საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვევა - მედია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევს სავარაუდოდ, 13 იანვარს ეწვევა. სტეფან სეჟურნე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ინფორმაციას ფრანგული სატელევიზიო არხი BFM წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის შემდეგ, ახალი მინისტრი სავარაუდოდ, გერმანიასა და პოლონეთში ჩავა.


საფრანგეთის საგარეო მინისტრად პარტია აღორძინების წევრი სტეფან სეჟურნე დაინიშნა. მან ჩაანაცვლა კატრინ კოლონა პოსტზე. 8 იანვარს პრემიერ-მინისტრის პოსტი ელისაბედ ბორნმ დატოვა. მთავრობის ახალი ხელმძღვანელი გაბრიელ ატალი გახდა.