სუნაკი უკრაინის პარლამენტში: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა სუნაკის მიმართვას ისტორიული უწოდა. უკრაინელმა დეპუტატებმა სუნაკის გამოსვლის ამსახველი მოკლე ვიდეოები გამოაქვეყნეს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


„ჩვენ დღეს ვხვდებით უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ მომენტში. და როგორც ყოველთვის, კონფლიქტის დროს იქნება რთული მომენტები. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის,“ - განუცხადა სუნაკმა დეპუტატებს.

რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.