ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 6 ადამიანი ითვლება. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მოხდა.