სანკტ-პეტერბურგში, მზა პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ფართობი 50 ათასი კვადრატული მეტრია.
ხანძარს სირთულის მაქსიმალური, მეხუთე რანგი მიენიჭა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მსხვერპლი არ არის.
საწყობი პუშკინსკის რაიონში მოსკოვსკოეს გზატკეცილზე მდებარეობს.
ტელეგრამარხ SHOT-ის ცნობით, ხანძარი საწყობის გვერდით მდებარე სატვირთო მანქანის სადგომთან ახლოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ცდილობს 422-ზე მეტი მაშველი 90 ერთეული ტექნიკით. ტელეგრამ არხ „ბაზას“ ინფორმაციით, ხანძარი ტანსაცმლის საწყობის მე-7 სართულზე გაჩნდა.