ჯეიმს ო'ბრაიენი: იმედგაცრუებულები ვართ, რომ პრემიერმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. მასთან საუბრის თემები მოიცავდა დეპარტამენტის მიზნებს ევროკავშირთან, ბალკანეთთან და სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში. ბლინკენის თანაშემწემ ასევე განიხილა ისეთ პრიორიტეტები, როგორიცაა, NATO-ს 2024 წლის სამიტი ვაშინგტონში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 


სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია იმ თვალსაზრისით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  - ღირს თუ არა ბრძოლა უკრაინელების მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვენ იმავე თავისუფლებას, რასაც თავად ითხოვდა, როდესაც ის ახალგაზრდა სტუდენტი იყო.


„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ უნგრეთი, როგორც კონსტრუქციული პარტნიორი. ჩვენ ყველა ვსვამთ რთულ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ისეთ გარემოში, სადაც აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. და ვიმედოვნებ, რომ უნგრეთი მომავალშილ ამ სულისკვეთებით საუბარს შეძლებს.“

შეგახსენებთ, უნგრეთი უკრაინის მიმართ ევროკავშირის დახმარებას ეწინააღმდეგება.