საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.


„სტეფან სეჟორნე, თავისი პირველი მოგზაურობით, კიევში ჩავიდა, რათა საფრანგეთის დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს და მისი მოკავშირეებისა და მოსახლეობის მიმართ საფრანგეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს,“ - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე.