საფრანგეთი უკრაინას ადგილობრივ დონეზე სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება

საფრანგეთი მზადაა, უკრაინას ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღების წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმაროს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ უკრაინაში ვიზიტისას, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


ფრანმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად გავაძლიეროთ უკრაინის შესაძლებლობა, აწარმოოს იარაღი საკუთარ მიწაზე და მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ სფეროში,“ - აღნიშნა სტეფან სეჟურნემ.