ზელენსკი: მადლობელი ვარ საფრანგეთის ჩვენი საჰაერო ფარის არსებითად გაძლიერებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს კიევში შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ სტეფან სეჟორნე თავის ახალ თანამდებობაზე პირველი უცხოური ვიზიტით სწორედ უკრაინას ეწვია.


„ზუსტად იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს, სხვადასხვა გზით გაზარდოს უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების რაოდენობა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლით, მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი და განსაკუთრებით, საფრანგეთის, ჩვენი საჰაერო ფარის არსებითად გაძლიერებისთვის. ჩვენი ჯარისკაცებისთვის ბრძოლის ველზე ურყევი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ხალხის დახმარებისთვის,“ აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.


შეხვედრაზე განიხილეს დრონების ერთობლივი წარმოებისა და საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების საკითხები.

საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას დღეს, 13 იანვარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება.