თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცახადებით, ანკარამ საჰაერო იერიშები განახორციელა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში და მიზანში ამოიღო ქურთი მეომრების 25 სამიზნე.
სამინისტროს განცხადებით, ოპერაციები განხორციელდა ჩრდილოეთ სირიაში და ერაყის მეტინის, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში.
„ბევრი მეომარი "ნეიტრალიზებულ იქნა" - რაც, სავარაუდოდ, მოკლულს ნიშნავს - საჰაერო იერიშებით, რომლებითაც განადგურდა 25 სამიზნე, ანუ გამოქვაბულები, თავშესაფრები და საწყობები,,“ აღნიშნულია განცხადებაში.
პარასკევს თურქეთის ცხრა ჯარისკაცი ემსხვერპლა შეტაკებებს აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან.