მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას ცდილობდა. მოსკოვი ცდილობდა, გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში, მაგრამ ქვეყანამ მიიღო ყველა ზომა ამ მცდელობების დასაძლევად.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ყოველ ჯერზე ცდილობდა, გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ რისკებს და ვიღებთ ყველა ზომას ამ დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ მოქალაქეებთან გვაქვს კომუნიკაცია ამ რიკსებთან დაკავშირებით, როგორც შარშან, როცა რუსეთის განზრახვა იყო ხელისუფლების დამხობა. მოქალაქეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ვცდილობთ, დავიცვათ თავი ამ რისკებისგან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ჯერ კიდევ არის მოწყვლადობა,“ - განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკას ამ თვალსაზრისით რუმინეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ვიცით, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი განაახლებს ქმედებებს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით,“ - აღნიშნა მაია სანდუმ.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება. სანდუმ უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობს.