უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოების განვითარება, გაერთიანებულ სამეფოსთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
„უკრაინა-დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების შეთანხმება გვაძლევს თავდაჯერებულობას, რადგან ჩვენ ვიცავთ თავს რუსული აგრესიისგან და საფუძველს ვუყრით უსაფრთხოების მყარ პოზიციებს, ვიდრე უკრაინა არ შეუერთდება NATO-ს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
გაერთიანებული სამეფო პირველია, რომელთანაც უკრაინამ მსგავს შეთახნმებას მიაღწია.