უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან, სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი გახდება - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან, სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი იქნება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი.

„ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს, ვიდრე ეს საჭირო,“ - აღნიშნა შმიგალმა.
 
რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.
 
უკრაინის პრეზიდენტმ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.