დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა. დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა.
მარგრეტე II-მ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გვირგვინი შვილს გადასცა. ის მეფედ კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა.
ფრედერიკ X-ს ცოლი, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.