ტუსკი: უახლოეს დღეებში კიევში ვიქნები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჯეი დუდასთან მომავალ შეხვედრაზე განიხილავს მის მომავალ ვიზიტს კიევში, ამის შესახებ მან 12 იანვარს პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც მისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის, „სიტუაცია უკრაინაში და ფრონტზე არის ნომერ პირველი საკითხი პოლონეთის უსაფრთხოებისთვის.“


ტუსკის თქმით, დუდასთან შეხვედრა ორშაბათს შედგება.

„უახლოეს დღეებში კიევში ვიქნები,“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.