ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი ისრაელში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტის დროს ის თავის ისრაელელ კოლეგას, ისააკ ჰერცოგს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
ის ასევე შეხვდება “ჰამასის“ მიერ ოქტომბრის დასაწყისში თავდასხმის დროს გატაცებული ადამიანების ოჯახების წევრებს.
მოგზაურობა ადრე იყო გამოცხადებული, მაგრამ თარიღი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ იყო ცნობილი.
პაველი მოგვიანებით ეწვევა კატარს, სადაც ასევე შეხვდება მაღალი რანგის ლიდერებს.