საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა.
„15 იანვარს ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე .. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე,“ - განუცხადეს Europetime-ს უწყებაში.