რადიო თავისფლების ცნობით, თბილისის მერია საკუთარი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, წერია, რომ უცნობია, როდის დასრულდება მიმდინარე სამუშაო.
„ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც. კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა," - წერია თბილისის მერის, კახა კალაძის გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც 2024 წლის 15 იანვრით არის დათარიღებული.
მან ამ ბრძანებით შეწყვიტა ხელშეკრულება ორ კონტრაქტორ კომპანიასთან (შპს „ერ ტე დე“-ს (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან (ს/ნ: 400118047), რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაო.
2023 წლის 20 აპრილს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხდაცებდა, რომ ერთ-ერთი დატვირთული წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.