ლატვიის საეიმის სპიკერი დაიგა მიერინა უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას პრესსამსახურმა განაცხადა.
მიერინას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი შეხვდა და მას უკრაინაში პირველი ოფიციალური ვიზიტი მიულოცა.
„ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრულ ალიანსს ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის,“ - განაცხადა კონდრატიუკმა.
ლატვია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში, რომელიც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო.