შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში შვედეთის მოქალაქე დააპატიმრეს. ეს შვედეთის მესამე მოქალაქეა, რომელიც ირანში პატიმრობაში იმყოფება. სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედი 20 წელს არის გადაცილებული და ის იანვრის პირველი რიცხვებიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სხვა დეტალები სამინისტროს არ დაუკონკრეტებია.
2022 წლის აპრილში ირანში ევროკავშირის შვედი თანამშრომელი იოჰან ფლოდერუსი დააპატიმრეს. მას ჯაშუშობაში ედება ბრალი. ევროკავშირი ამ ბრალდებებს უარყოფს. 2017 წელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა შვედეთის ირანული წარმოშობის მოქალაქეს, აჰმადრეზა ჯალალის. მასაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, რასაც სტოკჰოლმი უარყოფს.