ესტონეთი რუსულენოვანი განათლების დაფინანსებას წყვეტს

ესტონეთის მთავრობა „ესტონურენოვანი განათლების ერთიან სისტემაზე გადადის“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აღარ დააფინანსებს რუსულენოვან განათლებას. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.


კონსტიტუციაში წერია: ესტონეთის სახელმწიფო ენა ესტონურია და ყველას აქვს უფლება, ისწავლოს ესტონურ ენაზე,“ - აღნიშნა კალასმა და განმარტა, რომ ესტონეთს არ აქვს სახელმწიფოს შვილების „რუსიფიკაციის“ სურვილი.


კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მეტი ხალხის წახალისებას, რათა მათ გამოიყენონ ესტონური ენა და უზრუნველყონ ის, რომ ყველა ესტონელი გახდეს „ერთიანი საინფორმაციო სივრცის“ ნაწილი.

ესტონეთმა ერთიან ესტონურენოვან საგანმანათლებლო სისტემაზე 2022 წლის დეკემბერში ახალი კანონპროექტის განხორციელების შემდეგ დაიწყო გადასვლა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სკოლების რაოდენობის შემცირებას, სადაც ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. კანონპროექტის თანახმად, სრული გარდამავალი პროცესი 2033 წლისთვის დასრულდება.