ესტონეთის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა რუსეთის მოქალაქე ვიჩესლავ მოროზოვი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკური თეორიის პროფესორად ტარტუს უნივერსიტეტში მუშაობდა.
ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მარგო პალოსონის განცხადებით, მოროზოვის საქმეს წინ უწრდებდა "ათობით მსგავსი საქმე, რაც მოწმობს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მიზანს, ინფლიტრაცია მოხდეს ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - საუნივერსიტეტოში."
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოროზოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
NATO-ს შორეულ აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ესტონეთი დიდი ხანია, რუსეთის მხრიდან არასათანადო გავლენების გამო შეშფოთებულია. ქვეყანა ასევე გამხდარა მასიური კიბერშეტევის სამიზნე, რაც რიგ ესტონელ აქტორებში განიხილებოდა, როგორც ერთგვარი გამოღვიძების ზარი რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მიმართ.