NATO-ს ლიდერების მომავალ სამიტზე, ვაშინგტონში უკრაინა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ვაშინგტონში, წლევანდელ სამიტზე ჩვენ უფრო შორს წავალთ. ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი ხალხის, ჩვენი ერების და დიახ, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ თავდაცვას, განსაკუთრებით ჩვენს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას,“
NATO-უკრაინის თავდაცვის მეთაურთა საბჭოს პირველი შეხვედრა არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი მტკიცე მხარდაჭერისა ამ ერისადმი, რადგან უკრაინელები ჩვენს ბრძოლაშიც იბრძვიან. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში," - აღნიშნა ჯოანამ.