საფრანგეთი უკრაინისთვის 80-მდე თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ის წარმოებას გეგმავს - მედია

საფრანგეთი უკრაინისთვის 78 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს დაამზადებს. როგორც გამოცემა Le Parisien-თან საუბარში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს იმ სიტუაციაში, როდესაც დასავლური დახმარება იწურება, საფრანგეთი ომის ეკონომიკის რეჟიმს აწესებს.

"უკრაინა თავად მზადაა, ჩადოს საკუთარი რესურსების ნაწილი. მან ახლახან შეიძინა ექვსი დანადგარი საკუთარი ხარჯებით," - განაცხადა ლეკორნუმ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანას დღეს მისი უკრაინელი კოლეგა, რუსტემ უმეროვი ეწვევა და ისინი ერთობლივად მოინახულებენ Nexter-ის ქარხანას, სადაც CAESAR-ის თვითმავალ ჰაუბიცებს აწარმოებენ.