ევროკომისიის პრეზიდენტი 30+ წევრიანი ევროკავშირისთვის გეგმებს ამზადებს - Politico

  • ევროკავშირის ოფიციალური პირები ამზადებენ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადონ  ევროკავშირის გაფართოებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ამზადებს გეგმას ბლოკის შიგნით რეფორმების შესახებ, რადგან ევროკავშირი ემზადება უფრო მეტი წევრი ქვეყნის მისაღებად, როგორიცაა, უკრაინა. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრელებს.


„ჩვენ ასევე ვმუშაობთ საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის,"- განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში.


„ამ პალატამ უკვე წარადგინა თამამი იდეები ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმისთვის. მომავალ თვეში, კომისია გამოაქვეყნებს ჩვენს იდეებს ევროპარლამენტისა და საბჭოსათვის გაგზავნილ კომუნიკაციაში (უწოდებენ გეგმას - არ არის სავალდებულო საკანონმდებლო წინადადება), ბელგიის პრეზიდენტობის მიერ ორგანიზებული ლიდერების დისკუსიის წინ,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირმა 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.