ქუთაისის აეროპორტში 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700-მდე გაიზარდა - აეროპორტების გაერთიანება

ქუთაისის აეროპორტში ჯამში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო. ახალი ავტოსადგომი დამატებით, 500 ავტომობილზეა გათვლილი. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, გაკეთდა ახალი წყალარინების სისტემა.


მათივე ცნობით, „ჯამში დაიგო 20 000მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა.“ ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.


„არსებული, 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700-მდე გაიზარდა. ავტოსადგომის გაფართოების პროექტში 3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.