საფრანგეთი უკრაინას თვეში 3 000 ჭურვს და SCALP-ის 50 რაკეტას მიაწვდის

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე ყოველთვიურად 3 000 ჭურვს მიაწვდის. ლეკორნუმ, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლოეს კვირებში Caesar-ის კიდევ 6 თვითმავალ „ჰაუბიცას’ გადასცემს. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა უკრაინას 30 მსგავსი დანადგარი მიაწოდა.

„2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე თვეში 1000 ჭურვს ვაწვდიდით. გასული წლის თებერვლიდან - თვეში 2000 ჭურვს, ხოლო ამ თვიდან (იანვრიდან) იქნება 3 000 ჭურვი თვეში,“ - განაცხადა მინისტრმა. ამავე დროს საფრანგეთი უკრაინას თვეში 50 ერთეულ SCALP-ის რაკეტას გადასცემს.