უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა.
ზელენსკის თქმით, მხარეებმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება დეტალურად განიხილეს.
„საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე საარტილერიო კოალიციის ამოქმედებისთვის და 2024 წელს ათობით Caesar-ის ტიპის ჰაუბიცისა და საბრძოლო მასალის დამზადების ვალდებულებისადმი ერთგულების გამო.
- ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია, უკრაინის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებები, მათ შორის, საფრანგეთის შემდეგი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის და უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობა.
ჩვენ მივმართეთ ჩვენს პოლიტიკურ და სამხედრო მრჩევლებს, მოემზადებინათ პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი უკრაინაში და დაეჩქარებინათ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე G7 ვილნიუსის დეკლარაციის შემდეგ,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
-
საფრანგეთი უკრაინისთვის 80-მდე თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ის წარმოებას გეგმავს
-
უკრაინის მხარდასაჭერად პარიზში ახალი საერთაშორისო კოალიცია შეიქმნება
მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის.