NATO-ს აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ირანისგან რაკეტებს მიიღებს

ირანი მისი მოკავშირე რუსეთისთვის სავარაუდოდ, რაკეტების მიწოდებას დაიწყებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, ამბობს NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი. ბაუერი ხაზს უსვამს, რომ მოსკოვმა არაერთხელ სთხოვა ირანს დახმარება. მანვე აღნიშნა, რომ რუსული ძალების მიერ ირანული რაკეტების გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა.


დასავლეთი ირანს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკავშირედ თვლის.

ირანმა ოკუპანტებს კამიკაძე-დრონები მიაწოდა. რუსი ჯარისკაცები აქტიურად იყენებენ ირანულ თვითმფრინავებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განსახორციელებლად, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს.