ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეტეშენკოს) ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ უხანგრძლივებს, რის გამოც მას ქვეყნის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს.
ესტონეთი მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის იქედან გამომდინარფე, რომ ვალერი რეტეშენკოს საჯარო ქმედებები და განცხადებები მხარს უჭერს აგრესორს და მან არ შეცვალა თავისი ქცევა, მიუხედავად წარსული გაფრთხილებისა.
მიტროპოლიტი ესტონეთში 4 წელია დროებით ნებართვით ცხოვრობს, მისი ბინადრობა ბოლოს ორი წლის წინ ომის დაწყებამდე განახლდა.