შვეიცარიის ფედერალური მთავრობის სამინისტროების რამდენიმე ვებგვერდი მასიური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. შვეიცარიული მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა NoName აიღო და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსის ფორუმზე ყოფნის შესახებ მიუთითა.
შვეიცარიის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის (Nationales Zentrum für Cybersicherheit NCSC) ინფორმაციით, კიბერშეტევა დროულად აღმოაჩინეს და სპეციალისტებმა ვებგვერდებზე წვდომის სწრაფად აღდგენისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღეს.
„მსგავსი თავდასხმა მოსალოდნელი იყო და უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო მიღებული. [ე.წ.] DDoS შეტევები მიზნად ისახავს ვებგვერდებზე წვდომის დაკარგვას. ის არ იწვევს მონაცემთა დაკარგვას ან გაჟონვას,“ - აცხადებენ NCSC ექსპერტები.
ამ ჯგუფის მხრიდან თავდასხმა ზაფულშიც განხორციელდა, როდესაც ზელენსკი პარლამენტარებს ესაუბრებოდა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 2024 წლის 15 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიის მთავრობის წევრებსა და პარლამენტის წევრებს ბერნში შეხვდა.
16 იანვარს, მან მონაწილეობა მიიღო დავოსის ფორუმში.