აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა.
კერძოდ, სანქციები ამოქმედდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Hennesea Holdings Limited-ის წინააღმდეგ. კომპანიის მიმართ შეზღუდვები მოიცავს ქონების გაყინვას და აშშ-ს მიწაზე ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვას.
„დღევანდელი ქმედებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ვინც დაარღვევს ფასების ზღვარს, ამას შედეგები მოჰყვება,“- განაცხადა ხაზინის მდივნის მოადგილემ უოლი ადეეომ.
შეერთებულმა შტატებმა პირველი მსგავსი სანქცია გასული წლის ოქტომბერში აამოქმედა. ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია ფასების ლიმიტზე კონტროლის გამკაცრებისთვის.