აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კვირაში ირანსა და პაკისტანს შორის შეტაკებები აჩვენებს, რომ ირანი არ არის პოპულარული რეგიონში.
„როგორც ხედავთ, ირანი არც ისე პოპულარულია რეგიონში და ჩვენ ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ. არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს,“ – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, რომ არ სურს ესკალაცია.
„ჩვენ არ გვინდა, ვნახოთ ესკალაცია სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. ჩვენ კონტაქტში ვართ პაკისტანელ კოლეგებთან,“ – განაცხადა ჯონ კირბიმ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინატორის შეფასებით, პაკისტანზე თავდასხმა რეგიონში ირანის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მაგალითია.