BBC-ის ცნობით, პაკისტანმა საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა მეზობელ ირანზე მას შემდეგ, რაც ირანის თავდასხმამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღვივება გამოიწვია. პაკისტანმა განაცხადა, რომ თავდასხმისას დაარტყეს „ტერორისტების თავშესაფრებს" მოსაზღვრე (Sistan-o-Balochistan) პროვინციაში. ირანული მედიის ცნობით, დაიღუპა სამი ქალი და ოთხი ბავშვი.
ხუთშაბათს, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმები დაადასტურა, პირველად ამის შესახებ ირანული მედია ოთხშაბათს იუწყებოდა. საჰაერო თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე ხდება - ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მძვინვარებს და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები კი წითელ ზღვაში კომერციულ გემებს ესხმიან თავს, რასაც ამერიკა და მისი მოკავშირეები საჰაერო იერიშებით პასუხობენ.