იაპონია აშშ-სგან 400 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტას შეისყიდის

მზარდი რეგინული საფრთხეების ფონზე, იაპონია აშშ-სგან 400 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტას შეისყიდის. შესაბამის შეთანხმებას ტოკიომ ვაშინგტონთან მოაწერა ხელი.

ხელშეკრულების ხელმოწერას აშშ-ის მხრიდნ, ელჩი რამ ემანუელი ესწრებოდა.

პრემიერმა ფუმიო კიშიდამ 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგების პირობა დადო, რაც სამხედრო სფეროში დახარჯული სახსრების მხრივ, იაპონიას შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, მესამე ქვეყნად აქცევს.