უკრაინის დახმარებისთვის, ესტონეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 14 მილიონი ევრო გამოიყოფა

სამხედრო და კერძო სექტორის დახმარების გარდა, უკრაინის მხარდასაჭერად, ესტონეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 14 მილიონი ევრო გამოიყოფა. 14 მილიონი ევროდან ერთი მილიონი უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო სხვა თანხები განაწილდება იმ ესტონური ბიზნესების მხარდასაჭერად, რომლებიც უკრაინასთან თანამშრომლობენ. ამის შესახებ ესტონური მედია ქვეყნის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.


დასახელდა კონკრეტული სექტორები, რომლებიც საჭიროებენ ხელახლა განვითარებას: განათლების რეფორმა, ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ციფრული, ტექნიკური და კიბერ გადაწყვეტილებები, ყველა სფერო, სადაც ოდესღაც ესტონეთს სჭირდებოდა ხელახალი განვითარება.
 
„მშენებლობა ასევე არის კიდევ ერთი სფერო, სადაც ესტონეთსა და ესტონურ ბიზნესს შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას,“ აღნიშნავს ესტონური მხარე. ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის 400 მილიარდ ევროზე მეტია საჭირო.