ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
პირველი დეკემბრისთვის პატიმრობაში იყო 321 ჟურნალისტი. ეს სიდიდით მეორე მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 1992 წელს ორგანიზაციამ ამ მონაცემის აღრიცხვა დაიწყო.
ორგანიზაციის მიერ 18 იანვარს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა, ბელორუსი და რუსეთი, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მიზნით თავიანთ ყველაზე გავრცელებულ იარაღად იყენებენ ექსტრემიზმის და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონებს.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის ჩინეთზე, სადაც 44 ჟურნალისტია ციხეში, მას მოჰყვებიან ბირმა (43) და რუსეთი.
დაპატიმრებულ ჟურნალისტთა 65 პროცენტზე მეტს წაყენებული აქვს "ანტისახელმწიფოებრივი ბრალდებები, მაგალითად, ყალბი ცნობები და ტერორიზმი, მათი კრიტიკული გაშუქების საპასუხოდ.