ბალტიის სამი სახელმწიფო ბელორუსთან და რუსეთთან საზღვრებზე, თავდაცვის ახალ ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ბალტიის ქვეყნები ამ ნაბიჯს, უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე პასუხად განიხილავენ.
თავდაცვითი ობიექტების კონცეფცია მადრიდში, NATO-ს სამიტზე გაფორმებულ შეთანხმებას ემყარება. სამივე ქვეყნის მინისტრებმა ხელი ასევე მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ერთობლივი გამოყენების საფუძველს ქმნის.
„ბალტიის თავდაცვითი ზონა არის საგულდაგულოდ გააზრებული პროექტი, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე. რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, ჩვენ ასევე გვჭირდება ფიზიკური თავდაცვის სტრუქტურები საზღვარზე, რათა დავიცვათ ესტონეთი,“ - ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური. მისი თქმით, ამ თავდაცვითი ობიექტების მიზანი, მათ რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებაა.
„მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რიგაში, რომლის მიხედვითაც ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ააშენებენ თავდაცვით ობიექტებს უახლოეს წლებში, რათა შეაჩერონ და, საჭიროების შემთხვევაში, დაცვა სამხედრო საფრთხეებისგან," - ნათქვამია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.