ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზას რაკეტები ესროლეს

ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზა აინ-ალ-ასადს თავს დაესხნენ.

Reuters-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა. სერიოზულად დაშავდა ერაყის უშიშროების ძალების თანამშრომელი.

შაბათს, 20 იანვარს დამასკოში ისრაელის ავიადარტყმის შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი და კორპუსის კიდევ 4 წევრი დაიღუპა.


ჰამასი ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, საპასუხოდ ისრაელმა აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, ერაყსა და სირიაში პროირანული დაჯგუფებები რეგულარულად ესხმიან თავს სამხედრო ბაზებს, რომლებსაც საერთაშორისო კოალიციის ჯარები იყენებენ.


„კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და ძალადობა გაიზარდა სირიაში, ლიბანში, ჩრდილოეთ ერაყსა და წითელ ზღვაში. ლიბანში, ქვეყნის მძიმედ შეიარაღებულმა, ირანულმა მარიონეტულმა ჰეზბოლამ, ისევე როგორც პალესტინის მებრძოლი ჯგუფების ადგილობრივმა ფრთებმა, ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის საზღვრის გასწვრივ რაკეტები გაისროლეს,“ - წერს Reuters-ი.