რუსეთის ქალაქ ტულაში, თავდაცვის საწარმოზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ქალაქ ტულაში, თავდაცვის საწარმოზე დრონებით თავდასხმა იყო.

ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტულის თავზე დრონები ჩამოაგდეს.


ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქის პროლეტარსკის რაიონში, სადაც „შჩეგლოვსკი ვალის“ ქარხანა მდებარეობს, აფეთქება მოხდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულ ქარხანაში Pantsir-S ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც აწარმოებენ.

შეგახსენებთ, დღეს, 21 იანვარს გაგვრცელდა ინფორმცია, რომ რუსეთის ლენინგრადის ოლქში, საზღვაო სავაჭრო პორტის ერთ-ერთ ტერმინალში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.