რუსეთში, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, გაზის ტერმინალში აფეთქების შესახებ იუწყებიან

BBC-ის ცნობით, რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, გაზის ტერმინალში აფეთქება მოხდა. გამოცემა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Ria Novosti-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებამ დიდი ხანძარი გამოიწვია. 

ამასთან, ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს.

როგორც წესი, უკრაინა არ აღიარებს ასეთ თავდასხმებს, მაგრამ უკრაინული მედია წყაროებს ციტირებს და წერს, რომ მომხდარის უკან კიევი დგას. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა თითქმის ორი წლის წინ დაიწყო.