ნიდერლანდებმა უკრაინას მობილური საველე ჰოსპიტალი გადასცა

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, ნიდერლანდებმა მესაზღვრეებს მობილური საველე ჰოსპიტალი გადასცა. მესაზღვრეების თქმით, ჰოსპიტალი დაბალ ტემპერატურაზე ფუნქციონირებს.

კომპლექსში სხვა საჭიროებებთან ერთად შედის:საოპერაციო ბლოკი, 36 საწოლზე გათვლილი ინტენსიური თერაპიის განყოფილება. 2024 წლის პირველი დახმარების პაკეტის ფარგლებში, ნიდერლანდებმა ჰუმანიტარული დახმარებისა და გადაუდებელი საჭიროებისთვის 102 მილიონი ევრო გამოყო. ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდები 2024 წელს უკრაინისთვის 2,5 მილიარდი ევროს დამატებითი დახმარების გაწევას გეგმავს.