ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელელ ხალხს ჰპირდება, რომ არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც ომის შემდგომ ღაზის სექტორში ტერორს დააფინანსებს შესაბამის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ითხოვს ღაზის დემილიტარიზაციას ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ.
ის ხაზს უსვამს, რომ სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნა უშლიდა ხელს წლების განმავლობაში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის.
„ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მტკიცედ გავაგრძელებ ამის მხარდაჭერას. თუ ვინმე სხვას აქვს განსხვავბული პოზიცია, გამოავლინონ ლიდერობა და პატიოსნად გამოხატონ პოზიცია ისრაელის მოქალაქეების წინაშე,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.