მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება - ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების ტენდენციების უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თამბაქოს 1,25 მილიარდი ზრდასრული მომხმარებელი ჰყავს. 2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, რომ გლობალურად თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები თანდათანობით მცირდება. მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანიდან ერთი მოიხმარს თამბაქოს, 2000 წელს ეს მაჩვენებელი 3-დან 1 იყო.


ანგარიშის მიხედვით, 150-მა ქვეყანა წარმატებით შეამცირა თამბაქოს მოხმარება. ბრაზილიასა და ნიდერლანდებში თამბაქოს მოხმარებას შემცირდა მას შემდეგ, რაც მათ განახორციელეს MPOWER თამბაქოს კონტროლის ზომები, ბრაზილიაში თამბაქოს მოხმარება 2010 ელთან შედარებით 35%-ით შემცირდა, ხოლო ნიდერლანდები - 30%-იანი მიზნის მიღწევის ზღვარზეა.

ბოლო წლებში თამბაქოს კონტროლის კუთხით პროგრესი იქნა მიღწეული, მაგრამ ახლა თვითკმაყოფილების დრო არ არის. გაოგნებული ვარ იმ მასშტაბით, რაზეც თამბაქოს ინდუსტრია წავა საკუთარი მოგების გასაზრდელად ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ მომენტში, როდესაც მთავრობა ფიქრბს, რომ მან მოიგ ბრძოლა, თამბაქოს ინდუსტრია ისარგებლებს შესაძლებლობით, მოახდინოს ჯანმრთელობის პოლიტიკი მანიპულირება და სასიკვდილო პროდუქტების გაყიდვა,“ - ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი.


ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, გააგრძელონ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ პოლიტიკაში ჩარევის წინააღმდეგ.

ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს აქვს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი - 26,5%, მას ოდნავ ჩამორჩება ევროპის რეგიონი - 25,3%. ანგარიში აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის ევროპის რეგიონში პროგნოზირებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები - 23%-ზე ოდნავ მეტი. ევროპის რეგიონში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ქალებში ორჯერ მეტია გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და გაცილებით ნელა მცირდება, ვიდრე ყველა სხვა რეგიონში.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები მცირდება, 2025 წლისთვის მსოფლიო თამბაქოს მოხმარების შემცირებას მხოლოდ 25%-ით მიაღწევს, რითაც შეუსრულებელი დარჩება ნებაყოფლობით გლობალურ მიზან 2010 წელთან შედარებით 30%-იანი შემცირების შესახებ. გლობალურად მხოლოდ 56 ქვეყანა მიაღწევს ამ მიზანს, რაც 4 ქვეყნით ნაკლებია, 2021 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

2010 წლის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება ოდნავ შეიცვალა, მაშინ როცა 6 ქვეყანაში იგი კვლავ იზრდება. ეს ქვეყნებია კონგო, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, ომანი და მოლდოვის რესპუბლიკა.


ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა ჩადონ თამბაქოს კონტროლში, რადგან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2023“, გამოქვეყნებული STOP-ისა და თამბაქოს კონტროლის კარგი მმართველობის გლობალური ცენტრის მიერ, აჩვენებს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის დაცვის მცდელობები თამბაქოს ინდუსტრიის გაზრდილი ჩარევისგან მთელ მსოფლიოში გაუარესდა.


კვლევები ეროვნულ დონეზე მუდმივად აჩვენებს, რომ უმეტეს ქვეყნებში 13-15 წლის ბავშვები თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს იყენებენ. მომავალი თაობების დასაცავად და თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად ჯანმო წლევანდელ მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“-ს თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევისგან ბავშვების დაცვას მიუძღვნის.

მომავალ თვეში ქვეყნები შეიკრიბებიან პანამაში ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მხარეთა კონფერენციის მე-10 სესიაზე, სადაც თამბაქოს ინდუსტრია შეეცდება გავლენა მოახდინოს ჯანდაცვის გლობალურ პოლიტიკაზე ფინანსური და მატერიალური სტიმულების შეთავაზებით და დაარღვიოს ქვეყნების უფლებდაიცვან თავიანთი მოსახლეობის ჯანმრთელობა. FCTC-ის გაძლიერება არის ჯანმრთელობის გლობალური პრიორიტეტი, რომელიც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნებში. ჯანმო მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნებს თამბაქოს ინდუსტრიისაგან თამბაქოს კონტროლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური ზომების დაცვაში.