უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი იერმაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან, 29 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე, უჟჰოროდში განიხილავენ უკრაინის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას. მან შეხვედრის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„ჩვენ ნამდვილად მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ. ეს იქნება უმთავრესი ამოცანა 29 იანვარს უჟჰოროდში ჩვენი შეხვედრის დროს,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, დახარჯონ „იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა ყველა საკითხის განსახილველად და იმის გასაგებად, თუ როდის, სად და რა პოტენციური შეთანხმებებით შეიძლება, გაიმართოს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის. ერმაკმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს იგეგმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში წარმოქმნილი საკითხების „მთელი სპექტრის გავლა.“
„უნგრეთი ჩვენი მეზობელია. უნგრეთი არის ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და დავამყაროთ კონსტრუქციული დიალოგი." - ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა.