ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის შემოსავლების გადაცემის შესახებ სამუშაო მალე დასრულდეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე დასრულდება… დისკუსიები გაგრძელდება ელჩების დონეზე, მაგრამ ვხედავ, რომ შეთანხმებასთან ახლოს ვართ,“ - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
მან განმარტა, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს, ოფიციალურად მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო შეხვედრამდე, რომელიც 19 თებერვალს არის დაგეგმილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბორელი უკრაინაში ჩადის, რომ დაადასტუროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელების შესახებ უკრაინას 5 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან.
ბორელის თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტონ.