ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა სომხეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ კლაარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ხაზი გავუსვი ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას სომხეთ-აზერბაიჯანის ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოგვარების უზრუნველსაყოფად. მოხარული ვარ ბაქოსა და ერევანს შორის არსებითი ორმხრივი კონტაქტებით და მოუთმენლად ველით აზერბაიჯანელ თანამოსაუბრეებთანაც ხელახალ სრულად ჩართულობას არჩევნების შემდეგ,“ - წერს კლაარი.